გერმანია "ჰამასის" ოთხი წევრის დაკავების შესახებ იუწყება

გერმანია იუწყება, რომ ევროპაში ებრაულ ინსტიტუტებზე თავდასხმების დაგეგმვის ეჭვის საფუძველზე დაკავებულია "ჰამასის" ოთხი წევრი.

სამი ეჭვმიტანილი ბერლინში, მეოთხე კი, ჰოლანდიაში დააკავეს.

გერმანიის იუსტიციის მინისტრი, მარკო ბუშმანი აცხადებს, რომ თავდასხმები ებრაელებსა და ებრაულ ინსტიტუტებზე ბოლო კვირებში გახშირდა.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ებრაელებს აღარ ჰქონდეთ შიში თავიანთი უსაფრთხოების თაობაზე," - ამბობს მინისტრი.